კატეგორიები

WizzAir -ი ქუთაისიდან ახლა რეისებს ამატებს

WizzAir -ი ქუთაისიდან ახლა რეისებს ამატებს

ავიაკომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას ამატებს, ბარსელონას, ბერლინსა და ვენას კი აღადგენს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 16 დეკემბრიდან, კვირაში 2-ჯერ შეასრულებს.

რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინსა და ვენას, ბარსელონას მიმართულებით ფრენები ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება, ვენის მიმართულებით – ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ბერლინის კი – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი რუსული იერიშები, უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიებს საფთხეს უქმნიან დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები