მთავარიკუბირუს ჰაკერებს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

რუს ჰაკერებს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ჰაკერებს ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმის მცდელობაში სდებენ ბრალს.

რამდენიმე მსხვილმა მედიაორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას რუსეთთან დაკავშირებული სპეცსამსახურები შეეცადნენ, გაეტეხათ რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის კომპიუტერული სისტემები.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა გატეხეს კომპანია Synnex-ის სერვერები. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ კიბერთავდასხმის უკან დგას ჰაკერული დაჯგუფება Cozy Bear-ი.

აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმის უკან რუსეთი დგას. ამერიკული გამოცემა New York Times-ი, ერთ-ერთი წყაროს საფუძველზე, პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთის გენერალური უსაფრთხოების სამსახურს, გრუ-ს.

რესპუბლიკურ პარტიაში დაადასტურეს, რომ თავდასხმის მცდელობა ნამდვილად იყო, თუმცა ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლეს.

ამ კიბერთავდასხმის პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იყო კომპანია Kaseya-ს IT-ი სერვერებზე. თავდასხმის დროს, რომელშიც ასევე რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ, დაზარალდა ის 1500-მდე კომპანია, რომლებიც ამ სერვერთან იყვნენ დაკავშირებული. კიბერსპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა იყო. სისტემა გათიშული იყო, სანამ ჰაკერებმა თანხა არ მიიღეს.

მოპარული მონაცემების გახსნის სანაცვლოდ, ჰაკერებმა კომპანიისგან ბიტკოინებში 70 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვეს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკავშირებულია თუ არა ეს ორი თავდასხმა ერთმანეთთან.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:22

„დაიტოვე“

spot_imgspot_img
Send this to a friend