კატეგორიები

საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით

საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა. ილიე ოანას სტადიონზე საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს, რუმინელთაგან კი თავი ანდრეი ივანმა გამოიჩინა.

საქართველომ რუმინეთის ნაკრები პირველად დაამარცხა.

ნაკრებში დებიუტი ჰქონდა “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მომდევნო შეხვედრას ქართველები ნიდერლანდების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში, 6 ივნისს გამართავენ.

გიორგი სანაძე

დაკავშირებული ამბები
F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და „პლეი ოფში“ გავიდა
სხვა ამბები