კატეგორიები

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

“”ევროპული საქართველო”, რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? – იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები”, – განაცხადა ახვლედიანმა.

დაკავშირებული ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აძლიერებს
სხვა ამბები