კატეგორიები

ტომ ბრედიმ სუპერბოული მეშვიდედ მოიგო

ტომ ბრედიმ სუპერბოული მეშვიდედ მოიგო

სუპერბოული LV “ტამპა ბეი ბაკანიერსის” გამარჯვებით დასრულდა. საშინაო არენაზე “ტამპა ბეიმ” “კანზას სიტი ჩიფსი” დამაჯერებლად, 31:5 დაამარცხა. ლეგენდარულმა ტომ ბრედიმ სუპერბოული მეშვიდედ მოიგო, ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში კი საუკეთესო მოთამაშის ტიტული მეხუთედ დაიმსახურა. გამარჯვება ბრედიმ 43 წლის ასაკში მოიპოვა და სუპერბოულში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშედ იქცა.

ბრედიმ ერთ-ერთი გამორჩეული ქუართერბექის, პატრიკ მაჰოუმსის წინააღმდეგ ითამაშა.

 

აღსანიშნავია, რომ ბრედიმ “ნიუ ინგლანდ პატრიოტსისა” და მისი მწვრთნელის, ტომ ბიელიჩიკის გარეშე სუპერბოული პირველად მოიგო.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები