მთავარიმსოფლიოჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტისთვის კოლეგებმა გააკრიტიკეს

ჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტისთვის კოლეგებმა გააკრიტიკეს

ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიდი ხანია დაძაბულია, უსაფრთხოებასა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდგომ, რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ მეტად გაფუჭდა. ჟოზეფ ბორელის ვიზიტს მოსკოვში აკრიტიკებენ მისი ევროპელი კოლეგებიც, ესტონელმა ევროპარლამენტარმა, 50 კოლეგის მიერ ხელმოწერილი წერილით ჟოზეფ ბორელის გადადგომაც კი მოითხოვა.

“ჩემთვის გასაგებია დიალოგის გამართვის სურვილი მაგრამ თუ ერთი მხარე ჰოკეის თამაშობს არ შეიძლება მეორე მხარე ცეკვავდეს, სწორედ ეს მოხდა მოსკოვში. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონი ბორელი აბუჩად აიგდო, დაამცირა და ამავე დროს ევროკავშირის მოკავშირეებს თავს დაესხა. მე მის ადგილას ასეთ დამცირებას არ ავიტანდი, ავიღებდი პასუხისმგებლობას და გადავდგებოდი”- ამბობს ესტონელი ევროპარლამენტარი რიო ტერასი.

ჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტის გადაწყვეტილებას იცავს, ევროპელი პოლიტიკოსის თქმით მისმა მოსკოვში ვიზიტმა დაამტკიცა რომ რუსეთის ფედერაციას ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობები არ აინტერესებს.

“ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა ვმოქმედებდეთ თითქოს ვლადიმერ პუტინმა გამარჯვება იზეიმა როდესაც მან დიდი პოლიტიკური მარცხი იწვნია. კრიზისი მოსკოვშია და არა ბრიუსელში. ევროკავშირში ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ რა სანქციები დაუწესდეს რუსეთის ფედერაციას, ჩემი აზრით სანქციები ბატონ პუტინს და მის გარემოცვას უნდა დავუწესოთ და არა რუსეთის ფედერაციას”- განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბერნარდ გუეტამ

ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის კვალდაკვალ ევროკავშირი რუსეთის ფედერაციისათვის დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას უფრო და უფრო უახლოვდება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ეს დიდი ალბათობით უმთავრესი საკითხი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend