11 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი იხსნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ალიანსის წევრები უკვე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. სამიტზე განიხილება შვედეთის ნატოში მიღების საკითხიც. საქართველოდან ვილნიუსში გაემგზავრა დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი, თენგიზ ფხალაძე.