მთავარისაქართველოევროპული საბჭო სამიტის შემდეგ დასკვნას აქვეყნებს

ევროპული საბჭო სამიტის შემდეგ დასკვნას აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ გუშინ გამართული სამიტის შემდეგ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარია საქართველოს შესახებ და ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო კვლავ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკით – 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩეროს.

ევროპული საბჭო აგრეთვე გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალადობისგან და გამოიძიოს ძალადობის ყველა ფაქტი.

“2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროპული საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკით, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ევროპული საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე – 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს შეცვლის”, – ნათქვამია დასკვნაში.

ევროკავშირის სამიტი გუშინ, 19 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend