ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს, ინიციატივები გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციური პარტიების წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ „აგენტების კანონის“ გაკეთილშობილებას ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს. მისი განცხადებით, ევროპის საბჭოს მთავარმა საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ, რუსულ კანონზე ცალსახად თქვა, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის გასაუქმებელია.
Excerpt from today’s press conference summing up my official visit to #Georgia. Georgia’s place is and remains in Europe. We will continue to accompany our #CoE member state on its democratic & European path.
Full conference recording👇 https://t.co/Pbg1SFDWDI pic.twitter.com/iW6FuRSp3P— Alain Berset (@alain_berset) December 20, 2024
„ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
ის ასევე აცხადებს, რომ დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის.
„წამებისა და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს”, – მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი.