მთავარისაქართველოაშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს მინისტრსა და გდდ-ის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს მინისტრსა და გდდ-ის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე გუშინ, 19 დეკემბერს დაასანქცირა. ისინი შეიყვანეს „გლობალური მაგნიტსკის“ სიაში, რაც ფინანსურ სანქციებსაც მოიცავს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და დემონსტრაციის მონაწილეთა სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აგრეთვე, სავიზო შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს ყველა იმ პირზე, ვინც ჩართული იყო დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაში. „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და განვაგრძობთ მუშაობას იმ ადამიანების დასანქცირებაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“სახელმწიფო დეპარტამენტი შემდგომ ნაბიჯებს დგამს, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესოს იმ სამართალდამცველებსა და მაღალჩინოსნებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში არიან მხილებული. სავიზო შეზღუდვები აგრეთვე შეეხებაათ მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, შეზღუდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და აიძულეს, მოქალაქეები ხმა მიეცათ მათთვის.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ პროცესებსა და სექტემბერში საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სავიზო სანქციებს, აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ნაბიჯებსა და ბოლო დროს ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და განვაგრძობთ მუშაობას, რომ დავუწესოთ სანქციები იმათ, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა 13818 ბრძანების შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სახაზინო პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე განხორციელდა 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის, იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 212(a)(3)(C) ნაწილის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქამდე, დიდმა ბრიტანეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ხუთი პირი დაასანქცირა. კერძოდ, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, ზვიად ხარაზიშვილი, სულხან თამაზაშვილი და მილერი ლაგაზაური.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend