მთავარისაქართველოევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა

ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში თუ საბჭო წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში მოკლევადიანი, 90 დღემდე პერიოდის, ვიზიტებისთვის ვიზები დასჭირდებათ.

პრესრელიზის თანახმად, ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები კვლავ ისარგებლებენ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც კი გადაწყვეტილება ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევთ.

„ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე.

გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის 2024 წლის მაისში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებული კანონები, ძირს უთხრის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების გადამწყვეტი წინაპირობა“, – წერია ევროკომისიის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend