მთავარიმსოფლიოNATO„ცის დამცველი 2023“ - ნატოს უპრეცედენტოდ მასშტაბური საჰაერო წვრთნები გერმანიაში

„ცის დამცველი 2023“ – ნატოს უპრეცედენტოდ მასშტაბური საჰაერო წვრთნები გერმანიაში

გერმანიაში მალე ნატოს ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნები დაიწყება. უპრეცედენტო ოპერაციაში ჩართული იქნება 25 ქვეყანა, 250 საჰაერო ხომალდი და 10 000 სამხედრო მოსამსახურე.

„ცის დამცველი 23“ უკვე მრავალი წელია მზადდება, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ პროცესი უფრო მეტად დააჩქარა.  მოკავშირეები აღიარებენ, რომ ამ სამხედრო წვრთნებით მოსკოვისთვის შეტყობინების გაგზავნა სურთ.

აშშ-ის ელჩი გერმანიაში ემი გუტმანი ამბობს,  რომ მსოფლიოს ყველა ლიდერმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი წვრთნებს, რომელიც ალიანსის სულისკვეთებასა და სიძლიერეს გამოხატავს. მისი თქმით, ეს ეხება ვლადიმერ პუტინსაც.

წვრთნები გერმანიის საჰაერო სივრცის სამ სექტორში გაიმართება. დერეფნები ასევე მოეწყობა ესტონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამოქალაქო ავიაციის მოძრაობაზე.

გერმანიის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ინგო გერჰარცის თქმით, შესაძლოა, შეზღუდვები გავრცელდეს სამოქალაქო საავიაციო გადაადგილებაზე. რაც შეეხება თვითმფრინავების ხმაურს, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა იმ ადგილებში იქნება, სადაც წვრთნები ჩატარდება. საჰაერო წვრთნებს გერმანიაში სასკოლო არდადეგების დაწყებამდე დაასრულებენ.

საჰაერო წვრთნები 12-იდან 23 ივნისამდე გასტანს. შემდეგ კი შეფასდება, რამდენად მზად არიან ისინი იმ შემთხვევაში, თუ ვინმე  ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას დაესხმება თავს.  წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ იაპონია, ალიანსის ახალი წევრი ფინეთი და წევრობის კანდიდატი შვედეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend