მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“.