მთავარიევროპასომხეთიფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში მასშტაბური აქცია იმართება

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში მასშტაბური აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომელსაც მაღალი რანგის სასულიერო პირი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

სწორედ მისი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ მსვლელობა დაიწყო ტავუშის რეგიონიდან და დღეს ერევანში დიდი დემონსტრაციით დაგვირგვინდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი მიტოვებული სოფლის გადაცემას და ითხოვენ, რომ პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვოს.

სომხეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, დემონსტრაციებს მხარს უჭერს სომხეთის ეკლესიაც. სივილნეტის ცნობით, ეკლესიის ხელმძღვანელობასა და მთავრობას შორის ასეთი საჯარო დაპირისპირება უპრეცედენტოა თანამედროვე სომხეთის ისტორიაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მიმდინარეობს. ამ პროცესის ფარგლებში სომხეთმა ტავუშის რეგიონში აზერბაიჯანს ოთხი მიტოვებული სოფელი გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend