თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა! ამ ლოზიუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ ქალთა მოძრაობის, ღამის კლუბების, სოლიდარული ჯგუფების, სოციალური მოძრაობებისა და მუსიკალური ფესტივალების წარმომადგენლები.
ისინი 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საპროტესტო აქციას გეგმავენ და ამბობენ, რომ მათი მიზანი საქართველოს კანონმდებლობაში გაუპატიურების მუხლის შეცვლა და საზოგადოების ქალთა მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაა.