მთავარიკულტურაფილმი ,,მელანია” კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია

ფილმი ,,მელანია” კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია

დონალდ ტრამპის შეფასებით, ფილმი „მელანია“ აუცილებლად სანახავია.  ამ განცხადებამ ერთგვარი რეკლამა გაუწია ფილმს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც სტუდიაში ამბობენ,  პირველ უქმეებზე მათ დაახლოებით 7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

Amazon MGM Studios-მა დოკუმენტური ფილმის ჩვენების უფლება 40 მილიონ დოლარად მოიპოვა. მან  მარკეტინგში დამატებით დაახლოებით 35 მილიონი დოლარი გადაიხადა. „მელანია“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ფილმია.

ვარაუდობდნენ, რომ ამხელა ბიუჯეტის მქონე ფილმის გამო რამდენიმე ახალი მხატვრული ფილმი დიდ მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა ერთი რამ ცხადია,  დოკუმენტურ ჟანრში „მელანიამ“ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია  დოკუმენტური ფილმისთვის.

ამავე პერიოდში კინოგაქირავების ლიდერი გახდა სემ რეიმის  ტრილერი „Send Help“, რომელმაც 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

აშშ-სა და კანადაში პარასკევიდან კვირის ჩათვლით ბილეთების გაყიდვების მიხედვით, ათეული ასე გამოიყურება: მეორე ადგილზეა „Iron Lung“ თითქმის 18 მილიონი დოლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი — „მელანია“. ათეულში შედის ასევე „Zootopia 2“, „Avatar 2“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend