მთავარისაქართველომთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

თბილისში, 11 ივლისს, ექვს საათზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქცია მას შემდეგ დაიგემა, რაც ცნობილი გახდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ.

აქციის ორგანიზატორებს სამი მოთხოვნა აქვთ:

  • ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა;
  • გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით;
  • ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend