უნგრეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ორბანის მთავრობის გადადგომასა და ბავშვების ძალადობისგან დაცვის უფრო ძლიერი სისტემის შექმნას მოითხოვდნენ.
დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერსაც მოუწოდეს, გადამდგარიყო, რადგან, მათი აზრით, მან ვერ აღკვეთა სექსუალური ძალადობა სახელმწიფო დაწესებულებებში, რამაც უნგრეთში ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკური აჯანყება გამოიწვია.
უნგრეთში ახლა ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი 43 წლის ადვოკატი, პიტერ მაგიარია. მემარჯვენე პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი უპირატესობას ოჯახსა და ტრადიციულ ღირებულებებს ანიჭებს და პირობას დებს, რომ ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით რეფორმებს გაატარებს.
მან ორბანსა და მის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და დაამშვიდა ის უნგრელები, რომლებიც იმედგაცრუებული არიან პრემიერ-მინისტრის 14-წლიანი მმართველობისა და არაეფექტიანი ოპოზიციური პარტიების გამო.
ეს ბოლო აქცია იყო დიდი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სერიიდან, რომელსაც მაგიარი ბოლო კვირების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
უნგრეთში საპროტესტო აქციაზე გამოსულ დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. მათი მიზანია, მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაეყაროს საფუძველი.
,,ვფიქრობ, რომ წარმატების სურვილი არის აშკარა მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ დღეს აქ ვართ. ჩვენ ხელისუფლების ცვლილებას ვითხოვთ. ქვეყნის რეკონსტრუქცია ყველა სფეროში ნამდვილ წარმატებას ნიშნავს”.
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პიტერ მაგიარი ორბანის მთავრობის ყოფილი წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრია. გამოკითხვების მიხვედით, მისი ახალი პარტია, სავარაუდოდ, მოიპოვებს მანდატებს ევროკავშირის არჩევნებში.