შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლებმა გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის”, დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა პირების ციხეებიდან გათავისუფლებას, ამასთანავე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას.
შსს-სთან შეკრებილები ამბობენ, რომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძემ შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს შსს-სთან მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერი – „თავისუფლება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს“, „როგორ დავამარცხოთ დიქტატურა“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პროკურატურასთან.