თელ–ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. ათიათასობით ადამიანმა ისრაელის ქუჩებში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლა მოითხოვა.
მომიტინგეები ისრაელის პოლიტიკურ ლიდერს ადანაშაულებენ არასწორი სტრატეგიის არჩევაში, რის გამოც მძევლების გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ მომიტინგეები, განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ისრაელის რამდენიმე თვით პარალიზებას გამოიწვევს და კიდევ უფრო შეაფერხებს მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. მას თიაქარის გამო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
Prime Minister Benjamin Netanyahu's remarks at his press conference:
"I would like to commend the action of the IDF & the ISA in Shifa. Last week, our forces operated there in exemplary fashion. Shifa has become a main terrorism command center for Hamas.https://t.co/UNIjAIuI7F pic.twitter.com/clooGd3m1h
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) March 31, 2024
„ვადამდელი არჩევნების ჩატარება ახლა, როდესაც გამარჯვების მისაღწევად არაფერს ვიშურებთ, გამოიწვევს ისრაელის პარალიზებას მინიმუმ ექვსი ან რვა თვით. ომი დასრულდება მიზნების მიღწევის გარეშე და პირველი, ვინც არსებული მდგომარეობით ისარგებლებს, ,,ჰამასი“ იქნება”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაუჰუმ.
ღაზაში კი მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია, ისრაელის ჯარები აგრძელებენ სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში, რომელიც უკვე ორი კვირაა ბლოკადაშია. პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრისთვის უსაფრთხო ადგილი აღარსად ეგულება.
A @WHO team was on a humanitarian mission at Al-Aqsa Hospital in #Gaza, when a tent camp inside the hospital compound was hit by an Israeli airstrike today. Four people were killed and 17 injured. WHO staff are all accounted for.
The team was at the hospital assessing the needs…
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) March 31, 2024
ამავდროულად, პალესტინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ მუსტაფამ ფიცი დადო, რომ აღადგენს ღაზას და დაეხმარება მშვიდობიან მოსახლეობას.
თეთრმა სახლმაც გამოთქვა იმედი, რომ ომის შემდეგ პალესტინის ახალი კაბინეტი პასუხისმგებელი იქნება ღაზის აღმშენებლობაზე.