ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ მოკლეს ჰასან ნასრალა, „ჰეზბოლას” სამხედრო დაჯგუფების მეთაური. მათი ცნობით, ნასრალა მოკვდა ლიბანში პარასკევს, 27 სექტემბერს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბეირუთს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც „ჰეზბოლას” სამხედრო ლიდერები დაჯგუფების შტაბ-ბინაში ერთმანეთს ხვდებოდნენ.
Hassan Nasrallah will no longer be able to terrorize the world.
— Israel Defense Forces (@IDF) September 28, 2024
ჰასან ნასრალა უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ხელმძღვანელობს ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას”.