ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ აბდელატი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ლიბანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის შესახებ ისაუბრა.
ბადრ აბდელატის განცხადებით, ეგვიპტე გმობს ლიბანის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას. მან ფართომასშტაბიანი, რეგიონული ომის თავიდან ასაცილებლად, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში, რათა არ მოხდეს ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია. ეგვიპტე გმობს პროვოკაციულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევაც. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას ლიბანის ერთიანობის, მისი ტერიტორიების უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მიმართ. ვგმობთ ნებისმიერ დარღვევას ამ მიმართულებით. სრულად ვგმობთ აგრესიას ძვირფასი დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე.“ – აცხადებს ბადრ აბდელატი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რეგიონში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლიბანის ისლამისტური სამხედრო ორგანიზაციების ,,ჰეზბოლას“ და ,,ჰამასის“ მეთაურები ბეირუთსა და თეირანში მოკლეს. ,,ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს შეწყვეტს როგორც კი ისრაელი დაასრულებს ომს ღაზის სექტორში.