ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისში უამრავი ადამიანი დგას რიგში იმ იმედით, რომ კონტეინერებს წყლით აავსებენ. სხვები კი ჭურჭლის ან ტანსაცმლის გასარეცხად ზღვისკენ მიდიან.
გაეროს ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ყოველდღიურად უარესდება. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა უკვე საგრძნობლად მაღალია.
ისრაელ-ჰამასის თითქმის რვათვიანი ომის გამო ღაზის სექტორის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია. რეგიონში საწვავის დეფიციტია, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საომარ მოქმედებებს 36000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.
ისრაელის გაფართოებულმა შეტევამ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში დიდწილად შეწყვიტა საკვების, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების ნაკადის მიწოდება პალესტინელებისთვის, რომლებიც შიმშილის კრიტიკულ ზღვარზე აღმოჩნდნენ.
🚨Palestine Red Crescent ambulance teams retrieved six martyrs and more than eight injured people from the Al-Ja'frawi area east of Deir al-Balah, central #Gaza after the Israeli occupation targeted several houses with artillery shells.
📷Filmed by: PRCS volunteer, Mohammed… pic.twitter.com/xYRBOkFicv— PRCS (@PalestineRCS) June 5, 2024
ისრაელმა ღაზაში ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. მას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმა, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა. მათ 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ,,ჰამასის“ მიერ დაკავებული კიდევ ოთხი მძევალი დაიღუპა. ისრაელელები იმედოვნებენ, რომ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი მძევლებიდან 80 ჯერ კიდევ ცოცხალია.