მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაანდრეი ბაბიშმა ფიცი დადო

ანდრეი ბაბიშმა ფიცი დადო

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა. მან ფიცი დადო საზეიმო ცერემონიაზე, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი, პეტერ პაველი მონაწილეობდა.

მთავრობის დანარჩენი წევრების წარდგენა, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში მოხდება. პოპულისტური განწყობების ანდრეი ბაბიში პარტია „ანოს“ ლიდერია, რომელმაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სხვა პატარა პარტიებთან კოალიციური მთავრობის ფორმირების გზით ბაბიშმა პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნება შეძლო, რომელსაც მანამდე 2017-2021 წლებში იკავებდა.

ანდრეი ბაბიშმა პრაღის ციხე-სიმაგრეში ფიცი დადო, ჩეხეთი, 9 დეკემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Petr Davit Josek

ელიან, რომ ახალი კოალიცია ევროკავშირში უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციებს გაიზიარებს, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში, რასაც ჩეხი გადასახადების გადამხდელთა სახსრებით ბაბიში და მისი გუნდი ეწინააღმდეგება. ისინი კრიტიკულად არიან განწყობილნი ევროკავშირის პოლიტიკის  მიმართაც. საგულისხმოა, რომ სულ ახლახან ანდრეი ბაბიშმა დათმო საკუთარი ბიზნესი, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნისას ინტერესთან კონფლიქტს წარმოქმნიდა.

„მე ვპირდები ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომ ვიბრძოლებ მათი ინტერესებისთვის არა მხოლოდ სახლში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით; გავაკეთებ ყველაფერს, რათა შევასრულო ჩვენი მთავრობის მიერ დაპირებული პროგრამა და ვიმოქმედებ მაქსიმალური ძალისხმევით, რათა ჩეხეთის რესპუბლიკა გახდეს საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად მთელ პლანეტაზე. და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა“, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend