კატეგორიები

პრაღაში საშობაო ბაზრობები გაიხსნა

პრაღაში საშობაო ბაზრობები გაიხსნა
პრაღის ისტორიულ, ძველი ქალაქის მოედანზე, გახსნილი საშობაო ბაზრობა განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის.

ლამაზად მორთულ ხის კოტეჯებს შორის სეირნობისას, დახლებზე გამოფენილ ხელნაკეთ ნივთებს, კერამიკასა და საახალწლო სათამაშოებს შეხვდებით. ასევე, კვების ობიექტებს, სადაც ტრადიციული კერძები მზადდება. იქვეა ცხელი სასმელებისა და ტკბილეულის დახლები, რომლებიც სეზონს განსაკუთრებით უხდება.

საშობაოდ მოწყობილი ჯადოსნური ბაზრობის სანახავად ყოველ წელს მთელი მსოფლიოდან პრაღაში უამრავი ტურისტი ჩადის. ძველი ქალაქის მოედნის გარდა, პრაღაში კიდევ რამდენიმე საშობაო ბაზრობას შეხვდებით.

სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი კი სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. პრაღის საშობაო ბაზრობები სტუმრებს 6 იანვრამდე უმასპინძლებს.

Related news
ჩეხეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვაზე საუბრობს, უფლებადამცველები – შეზღუდვების ალტერნატივაზე ათი ათასობით დემონსტრანტი პრაღის ცენტრში პრეზიდენტის მხარდასაჭერად გამოვიდა
სხვა ამბები