საქართველოში პირველი დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციების მხარდამჭერი პრემია “თავისუფალი” წელს უკვე მესამედ გამოავლენს გამარჯვებულებს. განაცხადების მიღება დასრულდა, პრემიაზე წარდგენილია 17 სპექტაკლი.
პრემია “თავისუფალი” 2023 წელს დაარსდა. მისი მიზანია დამოუკიდებელი სახელოვნებო პროცესების გაძლიერება, მხარდაჭერა და წახალისება. პრემიის ბენეფიციარები არიან როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დამოუკიდებელი თეატრები და ასევე ემიგრანტი თეატრები.
ევრონუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს პრემია „თავისუფალის“ ჟიურის წევრმა, მსახიობმა, რეჟისორმა, მთარგმნელმა ნინო ბურდულმა და „პრემია თავისუფალი-ს“ გუნდის წევრმა, თეატრმცოდნე ანა კვინიკაძემ.
