მთავარიაზიაიემენიტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმა იემენზე შეჩერდება

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმა იემენზე შეჩერდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ აღარ მიიტანს ავიაიერიშს იემენელ ჰუსიტებზე, რადგან ისინიც წყვეტენ თავდასხმას სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონის, მასკატისა და იემენის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

იემენელი ჯარისკაცი აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად ჩამოგრეულ შენობებთან, 25 აპრილი, 2025 წელი Copyright AP

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წყვეტს იემენზე საჰაერო იერიშებს, რადგან ჰუსიტებმა პირობა დადეს, რომ აღარ დაესხმებიან თავს გემებს წითელ ზღვაში. მათ აღარ სურთ ბრძოლა, ჰუსიტები მათ დანებდნენ. აშშ კი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, 6 მაისი, 2025 წელი Copyright AP Photo

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკების დროს, რომელშიც ვაშინგტონი, მასკატი და იემენი მონაწილეობდნენ,  მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ჰუსიტები პალესტინელებისადმი სოლიდარობის მიზნით, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს ღაზაში ომის დაწყების დღიდან ესხმოდნენ თავს.

ტრამპის ადმინისტრაციამ მარტში გააძლიერა სამხედრო კამპანია ჰუსიტების წინააღმდეგ და გააფრთხილა ისინი, რომ იერიშების თავიდან ასაცილებლად ლეტალურ ძალას გამოიყენებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend