კატეგორიები

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ 9 მედალი მოიპოვა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ 9 მედალი მოიპოვა
საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემი.

„თბილისი არენაზე“ 52 ქვეყნის 385-მა გამორჩეულმა ძიუდოისტმა იასპარეზა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 9 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) მოიპოვა.

ქართველებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფრანგებმა აჩვენეს, რომელთა ანგარიშზეც 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.

საქართველოსთვის ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები თემურ ნოზაძემ და გურამ თუშიშვილმა აიღეს, ბრინჯაოს კი ირაკლი დემეტრაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი ბეროშვილი, ზაურ დვალაშვილი და ნინო ლოლაძე დასჯერდნენ.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია
სხვა ამბები