ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს მახლობლად ნავთობსადგურიდან დაახლოებით 60 000-მა ტონა ნავთობმა გაჟონა. შემთხვევა კვირას, 16 მარტს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღობეში, რომელიც სადგომს გარს ეკრა, ხვრელი იყო გაჭრილი, ხოლო ნავთობის გადამამუშავებლის თავსახური ღია იყო დარჩენილი.
„როგორც ჩანს, ვიღაც შემოიჭრა, მოხსნა ეს საფარი და ღია დატოვა, რამაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობი დაღვარა“, – ამბობს თომას ფენეფოსი, “სტატნეტის” პროექტების მენეჯერი.
კომპანია „სტატნეტი“ თვლის, რომ ეს მიზანმიმართული დივერსიული აქტი იყო. თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ გააჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი ადამიანებისთვის საზიანო არაა, მას გარემოზე სერიოზული გავლენა აქვს. დაღვრილი ნავთობის შესაკავებლად და გასაწმენდად სპეციალური ბარიერებია განთავსებული.