მთავარიევროპაავსტრიაავსტრიაში ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო თავდასხმის შედეგად დაღუპული მოზარდის ხსოვნას

ავსტრიაში ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო თავდასხმის შედეგად დაღუპული მოზარდის ხსოვნას

ავსტრიაში ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა და პატივი მიაგო შაბათს, 15 თებერვალს, ავსტრიის ქალაქ ვილახში დანით თავდასხმის შედეგად დაღუპული 14 წლის მოზარდის ხსოვნას. სამგლოვიარო მსვლელობას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი. ვიალხში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა, მათ შორის ორი მოზარდი.

ეჭვმიტანილი 23 წლის სირიელია, რომელიც თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

ხელისუფლებამ კვირას, 16 თებერვალს, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან”, თუმცა, როგორც ჩანს, იგი მარტო მოქმედებდა.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც მიგრაციის თემა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა თავდასხმის შემდეგ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend