28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელეს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს, ან მათი შტატები გააუქმეს.
როგორც თავად გათავისუფლებები და მათი უფლებადამცველები აცხადებენ, ისინი განსხვავებული აზრის გამო პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
საჯარო მოხელეების პროტესტის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რაც როგორც იურისტები აცხადებენ, ამარტივებს საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებას.
თავის დაცვის რა სამართლებრივი მექანიზმები აქვთ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებიდან მოულოდნელად ათავისუფლებენ – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ერთ-ერთმა დირექტორმა სალომე შუბლაძემ ისაუბრა.