მთავარიაზიაღაზადონალდ ტრამპს ღაზის სექტორის დაკავება სურს

დონალდ ტრამპს ღაზის სექტორის დაკავება სურს

სამშაბათს, 4 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ღაზის სექტორზე კონტროლი უნდა აიღოს, ამისთვის კი ის აშშ-ის ჯარის განთავსებას არ გამორიცხავს. მისი აზრით, ეს ღაზის რეკონსტრუქციას დააჩქარებს.

„აშშ ღაზის სექტორს დაიკავებს და ჩვენც ხალხთან ერთად ვიმუშავებთ. ღაზა ჩვენს მფლობელობაში იქნება და სანაცვლოდ პასუხისმგებელი ვიქნებით ყველა ბომბის განაღმვასა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდაზეც. შევქმნით ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო გარემოს, რომელიც შეუზღუდავ სამუშაო ადგილებსა და მოსახლეობისთვის საცხოვრებელ პირობებს გააჩენს“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველი ლიდერია, რომელიც დონალდ ტრამპს, როგორც პრეზიდენტს, თეთრ სახლში ეწვია.

შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაიმართა. დონალდ ტრამპისა და მისი მრჩევლების აზრით, შეთანხმება დიდხანს არ გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მთავრობა დადებითად აფასებს ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბენიამინ ნეთანიაჰუზე არ წყდება ზეწოლა მისი ულტრამემარჯვენე პარტნიორი პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც ომის განახლება სურთ.

დონალდ ტრამპის ინიციატივა – გადაასახლონ ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ეგვიპტეში, იორდანიაში ან სხვა არაბულ ქვეყნებში, არ გაიზიარეს ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობებმა.

პარალელურად, თელ-ავივში აშშ-ის საელჩოსთან მძევლების ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეებმა მოუწოდეს პრეზიდენტ ტრამპს, დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობა გააგრძელოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend