კატეგორიები

ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობის გამო წყალდიდობაა

ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობის გამო წყალდიდობაა
ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობაა. ინტენსიურმა წვიმამ, ჭექა-ქუხილმა და სეტყვამ რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ქალაქ ბერგამოს მახლობლად, სადაც მდინარე ბრემბო კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყლის დონის სწრაფი მატების გამო მაშველებმა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე კემპინგიდან 250 დამსვენებლის ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა. ადიდებული მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოებში სახანძრო მანქანებთან ერთად ბულდოზერებიც მონაწილეობდნენ.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები ჩრდილოეთ იტალიის სხვა ნაწილებშიც შექმნა. რამდენიმე რაიონში ტერიტორიები დაიტბორა, მდინარეებში კი წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა.

სინოპტიკოსების ცნობით ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობა კვლავ გაგრძელდება. ძლიერი ნალექის ფონზე, დატბორვისა და მეწყრის საფრთხის გამო, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სიფრთიხისკენ მოუწოდებენ.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობის გამო წყალდიდობაა სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს