კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინას „პეტრიოტების“ რაკეტები მიაწოდონ

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინას „პეტრიოტების“ რაკეტები მიაწოდონ
რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. 20 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონზე ათობით რაკეტითა და დრონით მიიტანა იერიში.

საჰაერო თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ინფორმაციით ასევე დაშავებულია ათობით ადამიანი, ხოლო მრავალი საცხოვრებელი სახლი დაზიანებული ან განადგურებულია.

გასულ თვეებში მოსკოვმა გააძლიერა კიევზე ბალისტიკური რაკეთებით თავდასხმები. უკრაინას ამ ეტაპზე ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტი აქვს, რითაც რუსეთი სარგებლობს. უკრაინის არსენალში ეს ერთადერთი იარაღია, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. დეფიციტან გამომდინარე, რუსსული მასშტაბური სარაკეტო იერიშები ზაფხულში რეგულარული მოვლენა გახდა. გაეროს ინფორმაციით, კივში, რომელიც რუსული იერიშების ერთ-ერთი მთავარი სამეზნია, ივლისში 54 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაზრდილი რუსული იერიშების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტა მიაწოდონ, რათა ქვეყანამ საჰაერო თავდაცვა გააძლიეროს. მისივე განცხადებით უკრაინას იარაღი საჩუქრად არ სურს და ქვეყანა მის შესაძენად მზადაა.

„სამწუხაროდ, ამჟამად ყველაზე დიდ გამოწვევას ბალისტიკური რაკეტები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმის დროს ფრთოსანი რაკეტების დაახლოებით 90% იქნა ჩამოგდებული, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესია. ჩვენ „პეტრიოტებისთვის“ რაკეტები გვჭირდება და მათი მოწოდება მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ. იმის შესახებ თუ რა გვჭირდება, ჩვენ მათ ინფორმაციას ყველა დონეზე ვაწვდით. ვიცით, რომ ჩვენს პარტნიორებს ამ საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ საჩუქარზე არ ვსაუბრობთ. უკრაინა მზად არის, ეს იარაღი იყიდოს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში კი აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღონ, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რუსეთი აგრძელებს ომს ხალხისა და სიცოცხლის წინააღმდეგ და მისი შეჩერების ერთადერთი რეალისტური გზა ძალის გამოყენება და ერთობლივი მუშაობაა, ასეთ მტერთან მარტო არავინ უნდა დარჩეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხებთ რუსეთის ამ თავდასხმას, ისევე როგორც სხვა რუსულ იერიშებს ვპასუხობთ, ჩვენი პასუხი შორ მანძილს მოიცავს და ეს სრულად გამართლებული იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურზე „ამ თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა, სადაც გაერთიანებული იყო სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და დრონები.“

გაძლიერებული რუსული იერიშების საპასუხოდ უკრაინა განსხვავებულ სტრატეგიას მიმართავს. რაკეტების განადგურების ნაცვლად, უკრაინის არმიის მიზანია გაანადგუროს ის იარაღები, დანადგარები, სამხედრო ობიექტები და საწყობები, რომლებსაც რუსეთი ამ რაკეტების გაშვებისთვის იყენებს. ასევე, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, შორ მანძილზე მოქმედი დრონებით ნავთობის ობიექტებს უტევს, რამაც რუსეთის მასშტაბით საწვავის დეფიციტი გამოიწვია. მოსახლეობასა და ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით, კიევი ასევე უტევს ქვეყნის უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის, Wildberries-ის საწყობებს.

დაკავშირებული ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინას „პეტრიოტების“ რაკეტები მიაწოდონ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი რუსული იერიშები, უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიებს საფთხეს უქმნიან