პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება „ჰამასმა“ 6 ივლისს განაცხადა, რომ უქმდება ორგანო, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მართავდა ღაზის სექტორს.
ახალი ამბავი „ჰამასის“ მთავრობის მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათი ინფორმაციით, მთავრობის საგანგებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ალ-ფარამ, ოფიციალურად დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
კომიტეტის დაშლის მიზანია, ადმინისტრაციული და სამთავრობო მმართველობა ღაზის ადმინისტრაციის ეროვნულმა კომიტეტმა, NCAG-მ ჩაიბაროს
NCAG კომიტეტი შეიქმნა ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“ მიერ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის ოქტომბერში დააარსა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ისრაელის თავდასხმები ღაზის სექტორში შეთანხმების შემდეგაც გაგრძელდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მმართველობის სისტემაში აღარ მიიღებს მონაწილეობას, რათა ოკუპაციის საბაბი აღარ არსებობდეს.
ეს ნაბიჯი ახლა გზას უხსნის ტექნოკრატიულ კომიტეტს, რომელიც სამოქალაქო მმართველობაში ჩაერთვება.
„ჰამასი“ ღაზას 2007 წლიდან მართვას. თავის დროზე მათ არჩევნებში გაიმარჯვეს და ძალაუფლება გადმოიბარეს მეტოქე პალესტინური მოძრაობა „ფათაჰისგან“
ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ყოველდღიურ მმართველობას ჩამოშორდეს, თუმცა განიარაღების საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
