მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთში საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ელჩს

სომხეთში საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ელჩს

რუსეთის ელჩი სომხეთში, სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საგარეო უწყების განმარტებით, ელჩი დაიბარეს „რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის ეთერში 2025 წლის 12 იანვარს გადაცემა „კვირის ამბებში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით”. უწყების თქმით, სერგეი კოპირკინი სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საუბრით გამოირჩეოდა.

სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო დროს თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.

სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.

გუშინ, 14 იანვარს, კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend