უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ყალბი ამბების ისტორიის მოძრავი გამოფენა გაიხსნა.
ინტერაქციული კოლექცია, რომელიც ევროპის ისტორიის სახლის მიერ არის ორგანიზებული, დამთვალიერებლებს უყვება თუ როგორ ყალიბდებოდა ,,ყალბი ამბების“ კონცეფცია საუკუნეების განმავლობაში;
წმინდა რელიკვიების ფალსიფიცირებით დაწყებული, დამთავრებული კონსპირაციული თეორიების შექმნით…
გამოფენის კურატორი, სიმინა ბადიკა განმარტავს, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი ექსპოზიციაზე.
“გამოფენა ანტიკური დროის პრაქტიკების ჩვენებით იწყება, სახელწოდებით – ,,მეხსიერების დაგმობა“. ეს პრაქტიკა ისტორიიდან ადამიანების წაშლას ემსახურებოდა. ხოლო, გამოფენა აქ, ბუდაპეშტში დამატებით ექსპონატით სრულდება, რომელიც ჩვენმა მასპინძელმა ორგანიზაციამ – „ღია საზოგადოების არქივმა“ მოგვაწოდა. ის მოგვითხრობს, თუ როგორ გააქრო საბჭოთა რეჟიმმა 1989 წლამდე, იმრე ნაგის 1956 წლის რევოლუციის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელი ისტორიიდან”, – გვიყვება გამოფენის კურატორი სიმინა ბადიკა.
გამოფენის ინტერაქციულობა დამთვალიერებლებს ფაქტების თავად გადამოწმების შესაძლებლობას აძლევს, სტუმრები სხვადასხვა ახალი ამბების სიზუსტეს ამოწმებენ და წყვეტენ, ღირს თუ არა მათი გამოქვეყნება.
კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი შემთხვევებიც, სადაც ინფორმაცია სასიკეთო მიზნებისთვის ყალბდებოდა.
მაგალითად, ჰოლოკოსტის დროს ყალბი პირადობის მოწმობების და პასპორტების წყალობით, ათასობით სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
მსურველები გამოფენის ნახვას 16 თებერვლამდე შეძლებენ.