კატეგორიები

ავსტრიის პრეზიდენტმა მოქმედ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მოქმედ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მოქმედ კანცლერს, კარლ ნეჰამერს, ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. როგორც ცნობილია,  ყველა სხვა დანარჩენმა პარტიამ უარი განაცხადა ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლების“ ლიდერთან თანამშრომლობაზე. პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ნეჰამერს სთხოვა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპრაკებები ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ჰერბერტ კიკლი, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი Copyright AP Photo/Andreea Alexandru

მისი თქმით, ახლა მთავარია, გამოიძებნოს გზა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელსაც შეეძლება სტაბილურად და სწორი გზით მუშაობა.

მას, ვინც მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს, საპარლამენტო კოალიციის შექმნა დასჭირდება. გასულ თვეს, არჩევნებში, პირველად ისტორიაში, ხმათა 28.8 პროცენტით ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა.  ახალი მთავრობის ფორმირების თარიღი ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

Related news
ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო თავდასხმის შედეგად დაღუპული მოზარდის ხსოვნას
სხვა ამბები