მთავარიევროპაიტალიაევროპული კონგრესზე ოჯახის და დემოგრაფიის პრობლემებს განიხილავენ

ევროპული კონგრესზე ოჯახის და დემოგრაფიის პრობლემებს განიხილავენ

ევროპული კონგრესი, რომელიც ხორვატიაში იმართება, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ოჯახთან და დემოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

რომში გამართულ ბრიფინგზე კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა ანტონიო ჯორდანომ იტალიის მმართველი პარტიის „იტალიის ძმების” წარმომადგენლებთან ერთად კონგრესის დღის წესრიგი და მისი მთავარი მიმართულებები განსაზღვრა.

„როდესაც საქმე ეხება ჩვენს ღირებულებებს, კონსერვატორებს ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენ ღია ვართ ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე, თუმცა ჩვენთვის ოჯახი ყოველთვის მთავარია. შემდეგ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ოჯახები დგანან და ამ საკითხზე ეკონომისტები ისაუბრებენ. ასევე განვიხილავთ ტექნოლოგიურ გამოწვევებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახებში დღეს კომუნიკაციის ნაკლებობაა, რასაც ხშირად სოციალური მედია და მისი გამოყენება იწვევს”, – განაცხადა „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა ანტონიო ჯორდანომ.

ევროპულ კონგრესს მთელი მსოფლიოდან 300 დელეგატი დაესწრება. მათ შორის არიან სხვადასხვა მემარჯვენე ძალების წარმომადგენლები. „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის” მისიაა კონსერვატორებს შორის გააძლიეროს კავშირები, საერთო ღირებულებების ირგვლივ.

„როდესაც საუბარი ეხება ოჯახს, ყველა ერთიანდება. კონგრესზე იქნებიან „ევროპის სახალხო პარტიის”, ასევე „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრები, უმრავლესობა კი „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიიდან” იქნება. ზოგადად, ჩვენი მისიაა შეიქმნას დიალოგის სივრცე სადაც საუბარი შესაძლებელი იქნება როგორც მემარჯვენეებთან, ისე მემარცხენეებთან”, – განაცხადა „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა ანტონიო ჯორდანომ.

„ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიისა” და „იტალიის ძმების” პარტიისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხებია ევროპასთან დაკავშირებული დემოგრაფიული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა და ოჯახი.

„იტალიაში არსებული მდგომარეობა დამაიმედებელი არაა. ეს საკითხი მთავრობის დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ეს არის ის, რაზეც მელონის მთავრობა ფინანსების გადანაწილებით უკვე მუშაობს“- ამბობს პარტიის „იტალიის ძმების” წევრი ილენია ლუკასელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend