მთავარიევროპაავსტრიაავსტრიაში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

ავსტრიაში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

ავსტრიის უსაფრთხოების ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომელიც ნიუ-იორკში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის 23-ე წლისთავს უკავშირდებოდა.

2001 წლის ტერორისტულ თავდასხმას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ექსტრემისტებისთვის, რომელთაც ხშირად აქვთ ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობა.

ამასთან, უსაფრთხოების ძალებმა ექსტრემისტული პროპაგანდის მტკიცებულებების მოსაძიებლად ავსტრიის ციხეებშიც ჩამოართვეს პატიმრებს მობილური ტელეფონები.

„ზომები მივიღეთ 72 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა, 52 ადამიანი, ციხეში იმყოფება. ეს მნიშვნელოვანი თანმიმდევრული ღონისძიებებია, რადგან ჩვენ როგორც სასამართლო სისტემა, ისე ჩვენი საგამოძიებო ორგანოები, ვხედავთ, რომ ზოგიერთი მსჯავრდადებული ციხეში სწორედ რადიკალიზმისკენ იხრება“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა.

ავსტრიაში სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც მომღერალ ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ მოვლენების გამო ვენაში დაგეგმილი კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 19 წლის ავსტრიელი მამაკაცია, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია მხილებული. იგი, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანის დახოცვას აპირებდა. მან ინტერნეტში ატვირთა იმ ფიცის ტექსტი, რომლითაც ერთგულებას გამოხატავდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” ამჟამინდელი ლიდერისადმი.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მეორე ეჭვმიტანილის სახლშიც აღმოაჩინეს „ისლამური სახელმწიფოსა” და „ალ-ქაიდასთან” დაკავშირებული მასალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend