მთავარისაქართველორუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესიის მე-16 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვი საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ „საქართველოს ექსპრეზიდენტის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“.

მარია ზახაროვა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზეც საუბრობს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას, ასევე რეგიონში მტკიცე მშვიდობისა და საერთო პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend