კატეგორიები

FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს

FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს
Copyright AP
FIFA - ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ ირანი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ.

ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-სა და ისრაელმა ირანზე 28 თებერვალს იერიშები მიიტანეს. ირანის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩებს სწორედ აშშ მასპინძლობს. შესაბამისად, ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას თხოვნით მიმართა, ირანის ნაკრების მატჩები აშშ-დან მექსიკაში გადაეტანა, თუმცა ორგანიზაციამ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

„ირანის ნაკრები აუცილებლად ჩამოვა, დიახ. იმედი გვაქვს, რომ იმ დროისთვის მშვიდობა იქნება. როგორც ვთქვი, ეს ნამდვილად დაგვეხმარება. ირანი უნდა ჩამოვიდეს. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ხალხს. მათ კვალიფიკაცია გაიარეს. ფეხბურთელებს სურთ თამაში. ორი კვირის წინ მე მათ ანტალიაში შევხვდი, სადაც სამწვრთნელო შეკრება ჰქონდათ. საკმაოდ ძლიერი გუნდიც ჰყავთ. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ძალიან უნდათ. სპორტი პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს“, — განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს მექსიკაში დაიწყება, სადაც მასპინძელი ქვეყანა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ირანის ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა კი 16 ივნისს ახალი ზელანდიას წინააღმდეგაა ჩანიშნული.

G ჯგუფის ყველა მატჩი, სადაც ირანთან ერთად ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია არიან, აშშში გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს