კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის  საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა
Copyright AP
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი და ქვეყნის მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და გამძლეობისთვის პრესტიჟული საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა.

უკრაინის პრეზიდენტს ჯილდო გადასცა რუზველტის ფონდიმა, რომელიც 1982 წელს შეიქმნა. ჯილდოს დაწესება ემყარება 1941 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის კონგრესისადმი მიმართვას, რომელშიც მან ოთხი თავისუფლების პოსტულატი ჩამოაყალიბა. ესენია: სიტყვისა და გამოხატვის, რწმენის თავისუფლება და საჭიროებებისა და შიშის დაძლევის თავისუფლება.

ჯილდოს მიღებისას უკრაინის პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმათ ხსოვნას, ვინც 16 აპრილს რუსული იერიშების შედეგად დაიღუპა. უკრაინაში დილის საათებში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა.

„დაშავდა ათობით ადამიანი და, სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც ოდესაში, კიევსა და დნიპროში. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, ბავშვები, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სიგიჟის შედეგად დაიღუპნენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და სხვა პარტნიორებმა განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა იარაღით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მექანიზმებით. ეს გადამწყვეტია. აუცილებელია, ერთად შევძლოთ ამ ომის შეჩერება, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს სანქციებითა და სხვა შეზღუდვებით. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს როგორც იურიდიულად, ისე პრაქტიკულად; რომ რუსმა ომის დამნაშავეებმა ნორმალური ცხოვრება ვერ შეძლონ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ ჯეტენითან. მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დიპლომატიური გზით მოგვარების საკითხები განიხილეს. მანამდე კი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგიოზ-ზეგერიუსი განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დრონებისთვის 248 მილიონ ევროს გამოუყოფს.

სამხედრო დახმარების მოსაპოვებლად გასული ორი დღის განმავლობაში, ნიდერლანდების გარდა, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის კიდევ სამ წევრ სახელმწიფოს — გერმანიას, ნორვეგიასა და იტალიას — ეწვია. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, უკრაინა გერმანიას ახალ თავდაცვით პაკეტზე შეუთანხმდა, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ნორვეგია უკრაინას 9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 - ზე მეტ ახალ დრონს გადასცემს