მთავარიევროპაიტალიასიციალიაზე მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

სიციალიაზე მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

კუნძულ სიცილიაზე, კერძოდ, იბლეის მთების ქვეშ, მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილ რეზერვუარში, რომელიც მიწის ზედაპირიდან 700-იდან 2500  მეტრ სიღრმეზე მდებარეობს,  დაახლოებით 17 მილიარდი კუბური მეტრი წყალია. ეს შესაძლოა,  სიცილიაში გვალვის პრობლემის გადასაჭრელი ერთ-ერთი საშუალებაც კი იყოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც, სავარაუდოდ, მოაგვარებს იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც სიცილიას სერიოზულ სირთულეებს უქმნის”, – ამბობს პროფესორი ლორენცო ლიპარინი, გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მკვლევარი. „ჩვენი გათვლებით, წყლის მარაგი შესაძლოა ზღვის დონეზე ქვემოთაც იყოს.

ეს აღმოჩენა INGV-ის, მალტისა და რომის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფს ეკუთვნის. მათ თავიანთი კვლევა ნოემბერში გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილია, წყლის კვალი პირველად  2000-იანი წლების დასაწყისში შენიშნეს, როდესაც ნავთობკომპანია Maurel et Prom  ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის საბადოებს ეძებდა

წყლის მარაგის ნაწილი რაგუზის პროვინციაშია. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა  რეგიონულ მთავრობას მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს რესურსი.

„გასული წლის ნოემბერში ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ  ზამთარში არასაკმარისი ნალექი იქნებოდა. შესაბამისად, რთული იყო გვალვასთან გამკლავება.  ახლა კი ორი უნივერსიტეტის აღმოჩენას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომ ეს  კრიზისი მოვაგვაროთ“, – ნათქვამია ნელო დიპასკუალის განცხადებაში. „მე ვკითხე რეგიონულ მთავრობას, აპირებს თუ არა პროექტის დაწყებას, რომელიც ამ წყლის რეზერვის ქსელთან შეერთებასა და მის გამოყენებას უკავშირდება განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტებში, როგორიც ახლაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ექსპერტები ამბობენ, რომ გვალვის პოტენციურ გამოსავალზე საუბრისას  მაინც სიფრთხილეა საჭირო.

წყალზე წვდომა მოითხოვს ბურღვით სამუშაოებს, რომლებმაც შესაძლოა ეს ადგილი გეოლოგიურად არასტაბილური გახადოს. მიწისქვეშა სამუშაოებს შეიძლება თვე ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

AP Photo/Andrew Medichini

”ტექნიკურად ყველაფრის გაკეთება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, თუმცა არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ბიუროკრატიას. თუმცა, მე უკვე დამიკავშირდა სიცილიის რეგიონული სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლობა. მათ ჩვენთან შეხვედრა სურთ“, – ამბობს ლიპარინი. „მათ უნდათ, უმოკლეს დროში შეამოწმონ, რამდენად მიზანშეწონილია ამ პროექტის განხორციელება“.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები აჩვენებს, რომ წყლის  მიწისქვეშა მარაგმა შეიძლება მოსახლეობა უზრუნველყოს არა მხოლოდ სასმელი წყლით, არამედ სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისთვის საჭირო წყლითაც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუნძულის ეკონომიკისთვის.

ამჟამად სიცილიის ფერმერები ურთულეს მდგომარეობაში არიან, რადგან მშრალი ამინდის გამო მოსავალი ფუჭდება. თუ პირობები არ გაუმჯობესდება, ზოგიერთს შეიძლება  პირუტყვის გაყიდვაც კი მოუწიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend