მთავარიგადაცემებიScenesანდორელმა გამომგონებელმა მსოფლიოში პირველი ლეგოს პროთეზი შექმნა

ანდორელმა გამომგონებელმა მსოფლიოში პირველი ლეგოს პროთეზი შექმნა

უამრავი ბავშვის მსგავსად, დევიდ აგილარი მთელი ბავშვობა ლეგოს თამაშობდა.  თუკი სხვა ბავშვები პლასტმასის აგურებით თვითმფრინავებსა და მინიატიურულ ქალაქებს აგებდნენ, დევიდი ნამდვილი კიდურების ზომის ისეთ პროთეზს ქმნიდა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო.

დევიდ აგილარს პოლანდის სინდრომის დიაგნოზი დაბადებისთანავე დაუსვეს. ეს გენეტიკური დაავადება იმით ხასიათდება, რომ სხეულის კუნთები ნაწილობრივ ვითარდება. დევიდს მარჯვენა ხელზე მაჯა არ აქვს.  თუმცა იგი თავს განსხვავებულად  არ თვლიდა მანამ, სანამ სკოლაში არ წავიდა, სადაც აბუჩად აიგდეს.

რეალობას რომ გაქცეოდა, დევიდი თავის ოთახში იკეტებოდა და ლეგოს სათამაშო აგურებით ერთობოდა.  ლეგოს დიდი შესაძლებლობების დამსახურებით, მან ლეგოს აგურებით მკლავის პირველი პროთეზი ააგო.

როგორც დევიდამ „ევრონიუსს“ განუცხადა, როდესაც თავისი პროთეზი თანაკლასელებს აჩვენა, ისინი გაოცდნენ. დევიდს თვითშეფასება აუმაღლდა და მან ლეგოსგან კიდევ რამდენიმე პროთეზი დაამზადა – ყოველი ახალი პროთეზი  წინაზე კომფორტული იყო. თუკი პირველი პროთეზით იგი აჭიმვებს აკეთებდა, მეორეთი უკვე სენდვიჩის ჭამა შეძლო. დევიდმა გააცნობიერა, რომ  მის ხელთ რაღაც განსაკუთრებული ინსტრუმენტი იყო. მისი პროთეზები მარტივია და სწრაფად მზადდება. სხვა თავის მსგავსი ბავშვების გასამხნევებლად, დევიდმა ლეგოს პროთეზის აწყობის ინსტრუქცია YouTube-ის არხზე განათავსა.

ლეგოსგან პროთეზის დამზადებამ დევიდის ცხოვრება შეცვალა. მან გინესის რეკორდი მოხსნა და მთელ მსოფლიოში დადის მოხსენებების გასაკეთებლად. დევიდმა თავისი თანდაყოლილი ნაკლი იმისთვის გამოიყენა, რომ სხვებს დახმარებოდა და უკეთეს სამყაროში ეცხოვრა.

ავტორი: შარიფა ფადილა ალშაჰანი და ალბერტო ჩელერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend