საოცრად სანახაობრივი და ადრენალინით სავსე შეჯიბრი კლდიდან დაშვებაში ჩრდილოეთ ირლანდიის ულამაზეს სანაპიროზე გაიმართა. ეს წლევანდელი სერიის მე-4 გაჩერებაა. მსოფლიოში ცნობილი ქოზვეის სანაპირო, რომელსაც ხშირად იყენებენ ფილმების გადასაღებად, თავბრუდამხვევი აკრობატული ნომრების სცენად იქცა.
მამაკაცებში ბრიტანელმა აიდან ჰესლოპმა, ხოლო ქალებში ავსტრალიელმა რიანან იფლენდმა გაიმარჯვეს. უახლოეს მდევრებს ორივე სპორტსმენმა დიდი სხვაობით აჯობა.
მიუხედავად წვიმიანი და ქარიანი ამინდისა, მესამე რაუნდის დაშვების შემდეგ ეჭვგარეშე იყო, რომ აიდან ჰესლოპი გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა, მან ჟიურისგან ყველაზე მაღალი შეფასება, 151 ქულა, მიიღო.
საერთო სიაში პირველ ადგილს ინარჩუნებს ამერიკელი ჯეიმს ლიხტენშტაინი, რომელიც ამ შეჯიბრში მე-3 ადგილზე გავიდა. მას ჰესლოპი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ამჯერადაც, ქალებში შვიდგზის მოქმედმა ჩემპიონმა რიანან იფლანდმა არავის დაუთმო პირველობა. ის საერთო ლიდერთა სიაში პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ მოლი კარლსონს ძალიან დიდი სხვაობით, 19 ქულით, უსწრებს.