მთავარიევროპაბელგიაბელგიამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის ასაკი 16 წლამდე შეამცირა

ბელგიამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის ასაკი 16 წლამდე შეამცირა

რარეს ვოიკუს გუშინდელივით ახსოვს, როგორ ჩატარდა ევროკავშირის არჩევნები რუმინეთში, ქალაქ ბრეილაში. მან დეტალურად შეისწავლა ყველაფერი მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების შესახებ და ზუსტად იცოდა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი. თუმცა  ის მაშინ 16 წლის იყო და ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.

ახლა რარეს ვოიკუ დარწმუნებულია, რომ 16-17 წლის ახალგაზრდებიდან ბევრი მიიღებს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას. ბელგია ავსტრიის, საბერძნეთისა და მალტის შემდეგ ევროკავშირის მეოთხე  წევრი ქვეყანაა, რომელმაც შეამცირა ხმის მიცემის ასაკი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის.

ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც 6-იდან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება, სავარაუდოდ,  400 მილიონი ევროპელი მოქალაქე მივა, აქედან 270.000-ზე მეტი ახალგაზრდა ამომრჩეველი იქნება, რომელთა ასაკობრივი ზღვარი 16-17 წელია. ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა მომდევნო 5 წლის ვადით იქნება არჩეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend