მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

პრაღაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ჩეხეთის რესპუბლიკაში ბოჰემიისა და მორავიის რეგიონში მცხოვრები ფერმერები ტრაქტორებით პრაღაში ჩავიდნენ. ისინი ვროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

პროტესტს არ შეუერთდნენ დიდი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები. მათი არგუმენტებს არ ეთანხმება ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრიც.

„მომავალში ჩვენი ფერმერები გერმანელ, პოლონელ, ლატვიელ ან  ევროკავშირის რომელიმე სხვა წევრის ქვეყნის ფერმერმერებთან შედარებით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდებიან. წესები ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“, – განაცხადა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარეკ ვიბორნმა.

თუმცა ჩეხი ფერმერები მინისტრს არ ეთანხმებიან და ბიუროკრატიის შემცირებას ითხოვენ.

„აქ იმიტომ მოვედით, რომ ევროკავშირის პირობები არ მოგვწონს. გვინდა, ბიუროკრატია შევამციროთ. ჩვენ ასევე შესყიდვების უფრო მაღალ  ფასებს მოვითხოვთ“, – ამბობს პროტესტზე მისული ფერმერი.

„ჩვენი თავის მომარაგება თავად უნდა შეგვეძლოს. უნდა გვქონდეს საკუთარი საკვები და ის უკრაინიდან არ უნდა შემოვიტანოთ“, – ამბობს ფერმერი.

რამდენიმე ფერმერი არ ეთანხმება და ებრძვის „მწვანე შეთანხმებას“, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჩეხეთის სოფლის მეურნეობას აზარალებს, თუმცა ზოგიერთ ფერმერს სჯერა ევროკავშირის პოლიტიკის და იმედი აქვს, რომ კავშირი შეცდომებს გამოასწორებს.

„ისინი დაბნეულები არიან. ევროკავშირი ყველაფერს გაუმკლავდება, როგორც ეს ენერგეტიკული კრიზისის დროს მოხდა. მჯერა, პრობლემას ამჯერადაც მოაგვარებენ“, – ამბობს ფერმერი რომელიც ევროკავშირის რეგულაციებს მხარს უჭერს.

თავდაპირველად ფერმერები დედაქალაქის მთლიანად გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა შემდეგ ტექნიქა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ, მთავარ გზაზე, განათავსეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend