ფრანგი ფერმერები ბრაზობენ, ისინი ამბობენ, რომ ახრჩობთ ბიუროკრატია, სავაჭრო ხელშეკრულებები, არარეალური საფასო და ეკოლოგიური პოლიტიკა. ევრონიუსის გადაცემა „თვითმხილველი“ დაესწრო მათ საპროტესტო მსვლელობას, როდესაც ფერმერებმა პარიზის ქუჩები გადაკეტეს.
გასული წლის ნოემბერში ფრანგმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ამოაყირავეს საგზაო ნიშნები და ზედ წააწერეს: „ჩვენ თავდაყირა დავდივართ“. თუმცა ამას არ დასჯერდნენ და საპროტესტო კამპანია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაშალეს დედაქალაქ პაზრის ჩათვლით. მათი პროტესტის მიზეზებს შორის დასახელდა მერკოსურისა და სხვა სავაჭრო შეთანხმებები, ასევე ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და წარმოუდგენლად მძიმე ბიუროკრატია.
ფლორა შაპოტენს იონის დეპარტამენტში მდებარე ერთ პატარ ქალაქში ფერმა აქვს, რომელშიც 100 ცხვარია. ყოველ დილით 8.15 საათზე იგი ცხვარს უვლის და კვებავს.
იაფი ახალზელანდიური ბატკანი ადგილობრივ მაღაზიებში
„გვაინტერესებს, ვინ გამოგვკვებავს ხვალ, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ ისევ აქ ვიქნებით“, – ამბობს ფლორა. მისი პროფესია საფრთხეშია. ევროკავშირმა ახლახან ხელი მოაწერა ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელიც ამ ქვეყანას საფრანგეთში ბატკნების ნახევარ ფასად იმპორტირების შესაძლებლობას მისცემს
„ჩვენს ახლომახლო ყველა მაღაზიაში ნახავთ ახალზელანდიურ ბატკანს, რომელმაც 18 ათასი კილომეტრი გამოიარა. ჩვენ კი ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ,“ – განმარტავს ფლორა.
ფლორას მეზობელი ფერმერის ხავიერ დროტიეს უკმაყოფილების მთავრი მიზეზი არის ევროპის მწვანე შეთანხმება, რომელიც ეკოლოგიურ ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო სტანდარტებს მოიცავს. ხავიერი, რომელსაც მეცხოველეობის ფერმა აქვს და მარცვლეული მოჰყავს, პარიზის ბლოკადაში მონაწილეობისთვის ემზადება.
„ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთია“, – ამბობს პარიზისკენ მიმავალი ხავიერი.
იმედი ნაპერწკალი
მართალია მთავრობამ უკიდურესი ზომების გატარების პირობა დადო, მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია პესტიციდების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ძალაში დატოვა საგადასახადო შეღავათი ფერმერისთვის გასაცემ საწვავზე და დაადასტურა, რომ მათ არ სურთ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ლათინური ამერიკის – მერკოსურის ქვეყნებთან. მთავარმა აგრარულმა პროფესიულმა კავშირებმა ბლოკადის მესამე დღეს ბანაკი დაშალეს.
ხავიერი და ფლორა ახლა ამბავს დადებიტად შეხვდბებ, თუმცა დანებებას არ აპირებენ – ისინი მთავრობის მიერ გაცემული პირობის შესრულებას ელოდებიან, თან სწრაფად.
ავტორი: მატიე ორსელი