ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჰუსიტებზე.
ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ჰუსიტთა 36 კუთვნილ ობიექტს დაარტყეს. პენტაგონში აცხადებენ, რომ იემენში ჰუსიტთა პოზიციებზე იერიშს კიდევ მიიტანენ. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედრო საჰაერო შენაერთებმა დაარტყეს ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებსაც.
“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი იერიში მიიტანა ჰუსიტებზე. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთად მათ ჰუსიტების კუთვნილ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, საერთო ჯამში საქმე 13 ობიექტს ეხება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგათ ჰუსიტებს. როგორც თავად იემენში აცხადებენ, დასავლეთმა შეტევა მათ კონტროლირებად 6 რეგიონში მიიტანა, მათ შორის დედაქალაქ სანააში. ერთი დღით ადრე კი ვაშინგტონმა დარტყმა მიაყენა ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებსაც. ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში საერთაშორისო სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების უფლებები არ იქნება დაცული”, – ამბობს ჯონ გამბრელი, AP-ის ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში.
Today, at my direction, U.S. military forces struck targets in Iraq and Syria that the IRGC and affiliated militia use to attack U.S. forces.
We do not seek conflict in the Middle East or anywhere else in the world.
But to all those who seek to do us harm: We will respond.
— President Biden (@POTUS) February 2, 2024
ჰუსიტთა პრესმდივანი კი აცხადებს, რომ მათ სამხრეთ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში: ”ღმერთის შემწეობით იემენის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელში სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში ბალისტიკური რაკეტებით, ასევე ოკუპირებულ პალესტინურ მიწებზე განთავსებულ ისრაელის ჯარებზეც. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ პალესტინელი ხალხი არ გათავისუფლდება”.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში ვითარება უფრო და უფრო იძაბება.